"თამაშის დროს სადარბაზოს სარდაფში ჩავარდა და შუშის ნამსხვრევზე დაეცა" - IV კლასის მოსწავლე სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

Jun 15, 2025 - 11:07
 2.1k
"თამაშის დროს სადარბაზოს სარდაფში ჩავარდა და შუშის ნამსხვრევზე დაეცა" - IV კლასის მოსწავლე სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

სსიპ ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი.

ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა - დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს.

Loading thumbnail...
3:45

ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს.

მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის.

სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

როგორც გავრცელებული პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ბავშვი სავარაუდოდ, სადარბაზოს სარდაფში ჩავარდა.