ვინ ჩაიბარებს ინტერს - კაცი კლუბის ახლო წარსულიდან

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ იქნება, რომელიც ამჟამად პარმას ხელმძღვანელობს. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. კივუ ინტერის თავკაცის პოსტზე სიმონე ინძაგის შეცვლის.
ბოლო ცნობებით, ნერაძურიმ და რუმინელმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. იტალიური გრანდი კივუს კონტრაქტის 2027 წლის ივნისის ბოლომდე გაუფორმებს.
კივის ინტერში კარგად იცნობენ და აფასებენ. მილანურ გუნდში იგი 2007-14 წლებში თამაშობდა, სადაც სერია ა, ჩემპიონთა ლიგა და ბევრი სხვა ტიტული მოიგო.
იგი ინტერის ახალგაზრდულ გუნდში 2018-24 წლებში მუშაობდა და 19 წლამდელებთან ერთად ჩემპიონი გახდა.