"დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი" - 12 ივლისიდან მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით იკეტება

Jul 10, 2025 - 15:04
 62
"დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი" - 12 ივლისიდან მეტროსადგური "ვარკეთილი" 45 დღით იკეტება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, დამატებითი მარშრუტი დაინიშნება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, N174 ავტობუსი მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.