"ყვიროდა თურმე ბავშვი, შველას ითხოვდა... ამბობენ, სკამის ფეხს დაარტყა ყურის არე, ან შესაძლოა შუშის ნამსხვრევებს" - თემქაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"არის რაღაც რისიც არ გვჯერა, მაგრამ არსებობს, ქვეცნობიერში მელაპარაკება ნინო, მასწავლის რა ვქნა და როდის, ახლა ერთად ვართ, ჩაეძინა, მშვიდ მუსიკას ვუსმენთ, მამა შენ ამქვეყნისთვის ზედმეტად კარგი ხარ, შენი სული იქაა, სადაც ანგელოზები არიან. მადლობა რომ იქიდან ზრუნავ! იქ შევხვდებით მა, ათი წელია სიყვარულს მასწავლიდი, ახლა შენ მასწავლე მა ამ ჯოჯოხეთში სიარული მა. შენ სულ ჩემს გულში იქნები მამა",- ეს უმძიმესი სიტყვები დაწერა სოციალურ ქსელში 13 ივნისს დაღუპული 10 წლის გოგონას მამამ, გიორგი ჩორგოლაშვილმა.