როგორია თორნიკე რიჯვაძის მდგომარეობა ამ წუთებში, ინფორმაცია თურქეთიდან ვრცელდება, სამწუხაროდ ის მართვით სუნთქვაზეა და .. ვიდეო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილი მოხდა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს.
„დიახ, გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, სტაბილური იყო. საჰაერო გზით გადაიყვანეს. მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ღამე 02:00 საათზე გადაიყვანეს“,- განაცხადა ტურძელაძემ.
ამასთან, როგორც ტურძელაძემ მოგვიანებით მედიასთან აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
„თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, შეღვიძებისას კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით - თუმცა მართვის სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური. აბსოლუტურად ოჯახის მოთხოვნით გადავიყვანეთ. არც ლევანმა და არც ბატონმა პრემიერმა იმიტომ არ თქვეს, რომ ჩამოყალიბებული არ იყო ოჯახი და მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. თურქეთმა ჩაიბარა სტაბილურად - სხვანაირად არ წაიყვანდნენ, რადგან უნდა ეფრინათ. აბსოლუტურად სტაბილური პარამეტრებით - პირიქით ბევრად გაუმჯობესებული წაიყვანეს“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.