26-წლიანი სხვაობა, მილიონები 55 წლის ასაკში, მძიმე გზა ნარკოტიკებისგან თავის დასაღწევად, "ვარსკვლავების იმპერია" - "მე ვთქვი დიახ!!! ჩემი სუპერ აგენტი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ახლა... ჩემი მომავალ ქმარი"

დარენ პრინსი - სპორტისა და გართობის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, წიგნის „Aiming High“ საერთაშორისო ბესტსელერის ავტორი, რომელიც დღეს ნარკოდამოკიდებულებასთან და ფსიქიკურ პრობლემებთან ბრძოლის გლობალური ლიდერია. თუმცა ამ წარმატების მიღმა დგას სულიერი ბრძოლით სავსე გზა — გულწრფელი ბრძოლა ნარკოდამოკიდებულებასთან და, მეორე სიცოცხლე სხვათა დახმარებაში.
კარიერა: ვარსკვლავების იმპერია
დარენ პრინსი ხელმძღვანელობს Prince Marketing Group‑ს (PMG) - სპორტისა და შოუ-ბიზნესის სააგენტოს, რომელიც 25 წელზე მეტია, ქმნის მულტიმილიონიან კონტრაქტებს. PMG‑მა 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგება გააფორმა სელებრითებთან და მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებთან.
ბრძოლა დამოკიდებულებასთან
წარმატებული კარიერის ფონზე, დარენ პრინსი იმყოფებოდა მძიმე რეალობაში - ნარკოდამოკიდებულება ფარულად ანგრევდა მის ცხოვრებას. როგორც თავად ჰყვება, მან იცოდა, რას ნიშნავს იყო წარმატებული, მაგრამ შინაგანად ცარიელი.
ყველაფერი შეიცვალა 2008 წლის 2 ივლისს, როდესაც დარენმა გადაწყვიტა დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა და მას შემდეგ უკვე 14 წელზე მეტია რაც ნარკოტიკებს აღარ გაჰკარებია.
პრინსმა დააფუძნა „Aiming High Foundation“ — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლები მიემართება მკურნალობის დაფინანსებაში. იგი ასევე არის ლექტორი და მოტივატორი – ხშირად გამოდის უნივერსიტეტებში, კორპორაციულ კონფერენციებზე და თინეიჯერული აუდიტორიის წინაშე.
ქართველ მომღერალთან სიყვარულის ისტორია:
ნუცა წერს, რომ მისი ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ მათი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. ცნობილია, რომ დარენს მანამდე ცოლ-შვილი არ ჰყოლია და ნუცასთან პირველი ქორწინება იქნება.
"მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით ვამბობ: დიახ. ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince" - წერს ბუზალაძე.