ძალიან მძიმე კადრები არის "ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო! მეცოდება ეს ოჯახი ამ ტკივილისთვის... " - რიკოთზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები (ვიდეო)

Jul 12, 2025 - 19:12
Jul 12, 2025 - 19:18
 2.8k
ძალიან მძიმე კადრები არის "ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო! მეცოდება ეს ოჯახი ამ ტკივილისთვის... " - რიკოთზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები (ვიდეო)

რიკოთზე წუ­ხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრა­ი­ლერ­ი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 6 წლამდე ბავშვი.

ავა­რი­ის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ბენ­ზი­ნის მან­ქა­ნის მძღო­ლი.

"დიდი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. უკარ­გე­სი, ერ­თად შეკ­რუ­ლი ოჯა­ხი გა­უ­ბე­დურ­და. 5 წლის არის უფ­რო­სი, მე­ო­რე, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა 4 წლის ხდე­ბო­და, და პა­ტა­რა 2 წლის არის. მე­ცო­დე­ბა ეს ოჯა­ხი ამ ტკი­ვი­ლის­თვის. ვე­რა­ფერს ვამ­ბობთ, და­დუ­მე­ბუ­ლე­ბი ვართ" - ჰყვე­ბი­ან და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი AMBEBI.GE-სთან.

Loading thumbnail...
3:45

ავა­რი­ის გამო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რი­კოთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.

"ავ­ტო­ა­ვა­რი­ის ად­გი­ლი­დან 16 წუ­თის სა­ვალ­ზე ვი­დე­ქით. უზარ­მა­ზა­რი სა­ცო­ბი იყო. რო­გორც გა­ირ­კვა, ბენ­ზი­ნის მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვი გა­უს­კდა, მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და და "პრა­დოს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით ოჯა­ხი მგზავ­რობ­და ოჯა­ხი - მშობ­ლე­ბი და 3 შვი­ლი. რო­გორც პო­ლი­ცი­ელ­მა თქვა, და­ღუ­პუ­ლია ერთი ბავშვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, მი­ჭყლი­ტა მან­ქა­ნამ, ამის მნახ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან და­ვის­ტრე­სეთ, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო", - ამბობს ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლი: