კიდევ ერთი საშინელი ავარია ქუთაისში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცნობილია მათი ვინაობა (ვიდეო)

ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ფოტო: "ინფო იმერთი"