ძალიან ფრთხილად იყავით ყველა სტიქია ბახმაროში - დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, კოტეჯები და წაღებულია გზები (ვიდეო)

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წუხელ, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში მეწყრის რამდენიმე კერა წარმოქმნა, დაზიანდა საავტომობილო გზები და ხიდები.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა ტურისტების ჯგუფი. თუმცა მალევე, უსაფრთხო ადგილას ისინი სამაშველო ჯგუფებმა გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ლენტეხიდან სოფელ მელემდე საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გახსნილია. მიმდინარეობს მუშაობა სოფელ მელედან ცანას მიმართულებით გზის გასახსნელად, თუმცა ტექნიკის მუშაობას მეწყრული კერები აფერხებს.