საშინელებაა მასშტაბური ავარია რომელიც ახლახანს მოხდა - შემთხვევას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

Jul 23, 2025 - 15:29
 4.7k
საშინელებაა მასშტაბური ავარია რომელიც ახლახანს მოხდა - შემთხვევას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - თექირდაღში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და რძის გადამზიდი ცისტერნა შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.

შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

Loading thumbnail...
3:45