"ყველას მოგიკიხავთ ციხეში...ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები.." - რა უთხრა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებს, მისი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

Jul 29, 2025 - 22:31
 442
"ყველას მოგიკიხავთ ციხეში...ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები.." - რა უთხრა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებს, მისი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.

Loading thumbnail...
3:45

ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.

აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს