„ეს იყო ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

Jun 10, 2025 - 05:17
 134
„ეს იყო ჩემი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

პირადი ფოტოები, ვიდეოები, მოგზაურობის დროს გადაღებული ულამაზესი კადრები – ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამომწერებს სოციალურ ქსელში განსაკუთრებით ანებივრებს.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული კადრები მისი გამომწერების მხრიდან დადებით შეფასებებს იმსახურებს ხოლმე.

ნანუკა სოციალური ქსელის მეგობრებთან კომუნიკაციას Ask me a question-ის საშუალებითაც ამყარებს და მათ კითხვებს პასუხობს.

Loading thumbnail...
3:45

ნანუკას ერთ-ერთი გამომწერი დაინტერესდა „უნანია თუ არა პლასტიკური ქირურგიის გაკეთება, ჰქონდა თუ არა მას მინუსები და იზამდა თუ არა ისევ იმავეს?“, აღნიშნულზე ნანუკა პასუხობს, რომ „ეს იყო მისი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც საკუთარი თავი აპოვნინა“.

რაც შეეხება კითხვას, „რა არის ბედნიერება“ ნანუკა წერს, რომ „ბედნიერებაა წვრილმანებით სიამოვნების მიღება. ცხოვრება აწმყოში. საკუთარი თავის უპირობო სიყვარული. გულწრფელი ადამიანები ირგვლივ. ყოველთვის იმის შესაძლებლობა, რომ სხვას დაეხმარო. საკუთარი ემოციების თავისუფლება და კიდევ ბევრი რამ..“ – წერს ნანუკა.