მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას „ექსკურსიებისგან თავი შეიკავეთ... ვინც ქორწილს ღია ცის ქვეშ გეგმავდით, მიიღეთ შესაბამისი ზომები“

Jul 3, 2025 - 12:40
 985
მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსახლეობას „ექსკურსიებისგან თავი შეიკავეთ... ვინც ქორწილს ღია ცის ქვეშ გეგმავდით, მიიღეთ შესაბამისი ზომები“

3 ივლისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონსა და ქალაქში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
 
რაც შეეხება ტემპერატურას ქალაქების მიხედვით:

გაგრა +23 - უმეტესად ღრუბლიანი 

სოხუმი +23 - უმეტესად მზიანი 

Loading thumbnail...
3:45

ზუგდიდი +22 - წვიმა 

მესტია +15 - წვიმა 

ფოთი +22 - წვიმა 

ბათუმი +21 - წვიმა 

ოზურგეთი +21 - წვიმა 

ქუთაისი +21 - წვიმა 

ამბროლაური +18 - წვიმა 

ახალციხე +17 - წვიმა 

ბორჯომი +14 - წვიმა 

ბაკურიანი +11 - წვიმა 

გორი +18 - წვიმა 

ცხინვალი +16 - წვიმა 

სტეფანწმინდა +11 - წვიმა 

გუდაური +8 - წვიმა 

თელავი +18 - წვიმა 

რუსთავი +20 - წვიმა 

თბილისი +19 - წვიმა