დღეს და ხვალ მოსალოდნელია ,,ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება, როდიდან გამოიდარებს საქართველოში

Aug 10, 2025 - 14:08
Aug 10, 2025 - 14:10
 676
დღეს და ხვალ მოსალოდნელია ,,ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება, როდიდან გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

Loading thumbnail...
3:45