კარგი ამბავი თორნიკე რიჟვაძეზე "მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა... შოკის ხარისხი შემცირებულია" - ლევან რატიანის პირველი კომენტარი (ვიდეო)

Jul 7, 2025 - 14:37
Jul 7, 2025 - 14:39
 1.5k
კარგი ამბავი თორნიკე რიჟვაძეზე "მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა... შოკის ხარისხი შემცირებულია" - ლევან რატიანის პირველი კომენტარი  (ვიდეო)

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კი­თაა, თუმ­ცა კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

  • რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე კლი­ნი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 06:30 სა­ათ­ზე გად­მო­იყ­ვა­ნეს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე.

"პა­ცი­ენ­ტი შე­მოყ­ვა­ნი­ლია დღეს დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 06:30 სა­ათ­ზე. გად­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა სხვა კლი­ნი­კი­დან, მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მოს­ვლი­სას იყო საკ­მა­ოდ მძი­მე, ვი­ნა­ი­დან კლი­ნი­კუ­რად სა­ხე­ზე იყო ტრავ­მულ - ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შო­კის კლი­ნი­კა. ამ წუთ­ში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კი­თაა, ვი­ნა­ი­დან შო­კის ხა­რის­ხი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ჰე­მო­დი­ნა­მი­კის პა­რა­მეტ­რე­ბი მეტ ნაკ­ლე­ბად აღ­დგე­ნი­ლია, იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, უტარ­დე­ბა ის სამ­კურ­ნა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც პრო­ტო­კო­ლი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს დი­ლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­გა­რე­ჯოს „ჯე­ოჰოს­პი­ტალსში“, შეყ­ვა­ნი­ლი იქნა ა/რ მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე, რო­მელ­საც გულ­მკერ­დის არე­ში ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მას ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რიჟ­ვა­ძე სა­გა­რე­ჯო­დან პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

Loading thumbnail...
3:45

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის საქ­მე­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ალექ­სი ახვლე­დი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.