ახლახანს სამწუხარო იფნორმაცია ვრცელდება სამი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი,მათზე განხორციელდა თავდასხმა,რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.

Jul 16, 2025 - 14:50
 3.4k
ახლახანს სამწუხარო იფნორმაცია ვრცელდება  სამი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი,მათზე განხორციელდა თავდასხმა,რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხელ­თუ­ბან­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე თავს და­ეს­ხა.

  • უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს, მათ შო­რის სამ პო­ლი­ცი­ელს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე, სა­მი­ვე პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

Loading thumbnail...
3:45

მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხელ­თუ­ბან­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს, მათ შო­რის სამ პო­ლი­ცი­ელს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე, სა­მი­ვე მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

თავ­დას­ხმამ­დე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შე­ა­ჩე­რეს. გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მო­ბილს მარ­თვის მოწ­მო­ბის უფ­ლე­ბის არმ­ქო­ნე, არას­რულ­წლო­ვა­ნი – 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს. მარ­თავ­და. ს.ს.-მ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ასე­ვე ჩა­ერ­თნენ არას­რულ­წლოვ­ნის მამა და მათი ნა­თე­სა­ვე­ბი, რა დრო­საც ს.ს.-მ და მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

პო­ლი­ცი­ელ­ზე ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს., 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს., 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ა. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის თი­თო­ე­ულ ფაქტს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მოჰ­ყვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი, უმ­კაც­რე­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.